,,კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი „ევროვიზია 2023-ის” ჩასატარებლად”- ბორის ჯონსონი

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო, „ევროვიზია 2023“-ის უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გადატანის თაობაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„უკრაინა არ ეთანხმება ასეთი გადაწყვეტილების მიღების ხასიათს, როდესაც დაგვაყენეს ფაქტის წინაშე სხვა ვარიანტების შესაძლებლობის განხილვის გარეშე. უკრაინაში „ევროვიზია 2023“-ის ჩატარება მძლავრი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ის ახლა ამ სახელმწიფოს უჭერს მხარს. ჩვენ მოვითხოვთ ამ გადაწყვეტილების შეცვლას, რადგან გვჯერა, რომ შევძლებთ შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რა აღებული გვაქვს და არაერთხელ აღინიშნა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წინაშე“, – განაცხადა ტკაჩენკომ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონი, რომლის განცხადებით, „ევროვიზია 2023“ უკრაინაში უნდა ჩატარდეს.

„ფაქტია, მათ გაიმარჯვეს და იმსახურებენ ამას. მჯერა, რომ მათ შეუძლიათ. მჯერა, რომ კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი კონკურსის ჩასატარებლად. ევროვიზიის კონკურსის დაწყებამდე ერთი წელია დარჩენილი და იმედი მაქვს, უკრაინელები მას მიიღებენ“, – განაცხა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი თემები