,,მძლავრი საპროტესტო მუხტის გარეშე, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტია ნაკლებად ხედავს  საპარლამენტო მუშაობის პერსპექტივას. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში მხოლოდ ერთადერთ საკითხს, რიგგარეშე სხდომის მოწვევას დაუჭერს მხარს.

„ჩვენ სამი მიმართულება გვექნება. პირველი, მუშაობა სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ექსპერტებთან, რომ სექტემბრამდე ნამდვილად დეტალურად დაწერილი გეგმა გვქონდეს. მეორე, მუშაობა საქართველოს მოქალაქეებთან, რადგან მძლავრი საპროტესტო მუხტის გარეშე, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ და „ქართულ ოცნებას“ ვერ ავაღებინებთ ხელს ამ ანტიქართულ ქმედებებსა და შეთქმულებაზე საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მესამე, მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე. მერწმუნეთ, ევროპარლამენტარების თუ სხვების განცხადებები შემთხვევითი არ არის, რაც თუნდაც ახლა კეთდება. საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება, როგორც სანქციებზე მუშაობა ასევე მუშაობა იმაზე, რომ კიდევ მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ქართველ ხალხს და კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მივიღოთ. მანდატებს არ დავტოვებთ, რადგან დადგება დრო, როცა ეროვნული თანხმობის მთავრობის ასარჩევად ჩვენი მანდატები საჭირო გახდება. საშემოდგომო სესიისთვის შეიძლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა გვქონდეს. სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით, როცა დრო მოვა აუცილებლად გაიგებთ. ძალიან მკაფიო და კარგად განსაზღვრული გეგმა გვაქვს. გამარჯვება ძალიან ახლოსაა, გაცილებით ახლოს ვიდრე ბევრს ჰგონია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები