,,სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხვიჩიას თქმით, სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ,,გირჩი” „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს.

„პრეზიდენტთან შეხვედრა და საუბარი საინტერესო იყო. მაინტერესებდა, როგორ უყურებდა ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზეთ და მისმა გუნდელებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკვრა დაგვაბრალეს. სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან. მისი პატიმრობა პირდაპირ უშლის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს. მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომ ეს საკითხი იყოს მათთვის მნიშვნელოვანი, ტყუილად კი არ იყვირონ, თქვან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ სხვანაირად მოიქცევიან,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

მსგავსი თემები