„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლის გლოვაში”- ,,დიდი შვიდეულის” ლიდერები

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლის გლოვაში. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე წარმოადგენს ომის დანაშაულს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ.

ცნობისთვის, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაშავდა.

უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი იზრდება

მსგავსი თემები