სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მანქანით გადაადგილება დასაშვები გახდა

„კორონავირუსის“ გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, კერძოდ, მუნიციპალიტეტებში, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ტრანსპორტით გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

“თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილებისთვის საშვების უშუალო უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები