,,მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის” – ომბუდსმენის წარმომადგენელი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ქეთევან ხვედელიანმა მოინახულა.

ქეთევან ხვედელიანის განცხადებით, სააკაშვილი ნამდვილად მე-12 დაწესებულებაშია და მისი კლინიკაში გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა.

„მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იმყოფება. შევხვდით, ვისაუბრეთ. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი სახალხო დამცველის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის. როგორც მან თქვა არ ყოფილა არანაირი მცდელობა [გადაყვანის]. როგორც თავად მითხრა, თავს გრძნობს სუსტად, სამედიცინო დიაგნოზი არ გაუმხელია. დასკვნა არსებობს ექიმების და იგივეს ადასტურებს სააკაშვილი”- განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები