არასრულწლოვანთა  ქორწინების 129 შემთხვევა და  სავარაუდო დანაშაულის 101 ფაქტი

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ადრეულ ასაკში ქორწინება  კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ,,ადრეულ ასაკში ქორწინების მანკიერი პრაქტიკა, გენდერული თანასწორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა, რეფერირების პროცედურის გამართულად ფუნქციონირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგოების ნიშნობა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქორწინების მიზეზით სკოლა 36 არასრულწლოვანმა მიატოვა.

,,სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2021 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 129 შემთხვევა შეისწავლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სავარაუდო დანაშაულის 101ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო.  ხოლო განათლების სამინისტროში ქორწინების მიზეზით სკოლა 36-მა არასრულწლოვანმა მიატოვა“  –  აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები