ქვეყანაში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზა 84 792-მა ადამიანმა გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღევანელი მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 551 413 აცრა ჩატარდა. აქედან, პირველი დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობა – 1 297 372-ია, ორივე დოზით აცრილია 1 167 688 ადამიანი, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით – 84 792 ადამიანი.