შეცდომით დაბეჭდილი სამგზავრო ბარათების გაყიდვა შეჩერდა

სამგზავრო ბარათები, რომელიც ხარვეზით დაიბეჭდა, უკვე არ იყიდება.  დაბეჭდილი ბარათებზე, რომელიც დიდი რაოდენობით უკვე გაიყიდა,  ხარვეზიანი აღმოჩნდა, როს გამოც, თბილისის მერიამ გაყიდვები შეაჩერა. შეცდომების გასწორების შემდეგ, ბარათები ხელახლა დაიბეჭდება და 10 იანვრიდან გაიყიდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა „საქართველოს ბანკმა“ აიღო და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “მს+”. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა. აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები