კორონავირუსით ინფიცირებულია 33 218 ადამიანი, 1 089-ის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218-სს შეადგენს. აქედან:  4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 991, აჭარაში – 565, იმერეთში – 756.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში – 532, აჭარაში – 129, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი,  მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 42, იმერეთში – 27.

1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 – თბილისში, 345 – აჭარაში;  27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მსგავსი თემები