მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და ექსპერტიზა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გლდანის ციხეში, გვიან ღამით დასრულდა საგამოძიებო პროცედურები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩაატარა. საუბარია ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვასა და ექსპერტიზის ჩატარებაზე.

როგორც გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამოღებულია ის ტანსაცმელიც, რომელიც რუსთავის იზოლატორიდან გლდანში გადმოყვანისას მიხეილ სააკაშვილს ეცვა.

„ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ამოღებულ იქნა გამოკითხვის შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი ტანსაცმელი. დათვალიერებულ იქნა შემთხვევის სხვა ადგილმდებარეობა. მოგახსენებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და გატარებული ღონისძიებების თაობაზე დამატებით გეცნობებათ. ვიზუალურად არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ამ საკითხის გარკვევა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ ამისთვის ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ვერ გეტყვით, დასკვნა როდის დაიდება. ამ დასკვნას ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოკითხვის დეტალებზე  ვერ ვისაუბრებ ”, – განუცხადა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები