დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ კოლონები დაიძრა. მათ სამტრედიასთან, ცოცხებით „შეიარაღებული“ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები დახვდნენ და მანქანებს ცოცხები ესროლეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.