“მაისამდე პურის ფასზე ცვლილებას არ ველოდებით“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ქვეყანაში არსებულ პურის ფქვილის მარაგზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში აღნიშნული საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას, საქართველოში მაისამდე მარაგი არსებობს.

„ის, რომ შიმშილი გვემუქრებოდეს, ან წყვეტა გვქონდეს ფქვილით მომარაგებაში, არასწორია. რაც შეეხება ფასებს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო ხორბლის ფასმა კიდევ 40 დოლარით მოიმატა. 500 დოლარამდე ავიდა 1 ტონა ხორბლის ღირებულება, ეს ძალიან დიდი ციფრია.  არა მარტო საქართველოში, პროცესები ძალიან მწვავედ დგას მსოფლიოში. მთელი ევროპა სასურსათო სუვერენიტეტზე გადადის“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით,  ჯერჯერობით, პურის ფასი შენარჩუნებული იქნება, თუმცა, სამომავლოდ, ცვლილებები, შესაძლებელია, 20 თეთრი იყოს.

მაისამდე პურზე ფასი შენარჩუნდება – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები