მელია კობახიძესთან დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს

  •  

​ნიკანორ მელია განმარტავს, რამ გამოიწვია მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება. როგორც მელია აცხადებს, არავის მისცემენ უფლებას, ტყუილები ილაპარაკონ მაშინ, როცა  ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ.

„ადამიანი, რომელიც ბედავს თქვას და ენა უტრიალდება, რომ თითქოს ჩვენ დავჭერით საკუთარი თანაგუნდელი. ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს,  მიეცეს შესაძლებლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს. როგორც დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები. პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ის არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის. მთელი საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში არის, რომ არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ, არ უთვალთვალებენ და არ აშანტაჟებენ. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ თითქოს ქვეყანა დასავლური სივრციდან არ გადის, როდესაც არ დაიტოვეს არცერთი პარტნიორი“, – განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ოფისიდან გამოსულ ირაკლი კობახიძესა და ნიკანორ მელიას შორის, გარე პერიმეტრზე დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი თემები