უკრაინის თავდაცვა ოკუპანტებისგან ტერაქტებს ელოდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავენ.

დაზვერვის ინფორმაციით, ტერაქტები მოსალოდნელია სამოქალაქო ობიექტებსა და პირებზე.

„გეგმავენ ტერაქტების სერიას საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების დანაღმვითა და აფეთქებით. ასევე, სარაკეტო დარტყმების განხორციელებას ბელგოროდსა ან ყირიმის რომელიმე სხვა ქალაქზე. შესაძლებელია, რომ ეს ტერაქტები საზოგადოებისთვის ისე იყოს მიწოდებული, როგორც უკრაინული ბატალიონების გაკეთებულია – შურისძიება ბუჩასა და კრამატორსკისთვის“,-  აცხადებს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი.

მსგავსი თემები