კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,44 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,44 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის  5,79 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –6,85 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 646 პაციენტი, გარდაიცვალა 47 პაციენტი.

მსგავსი თემები