გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილებით, პატრიარქის ძმის შვილს – მეუფე დიმიტრისაც უსმენდნენ

  •  

ინტერნეტში გავრცელებული ფაილებით, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს უკავშირდება, მოსმენის ერთ-ერთი ობიექტი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრიც იყო. არსებული ინფორმაციით, ფაილები სუს-ის ყოფილმა ჩინოსანმა გაავრცელა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული არ არის. არც დოკუმენტის ავთენტურობაა ცნობილი, რადგან, ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება არ გაუკეთებია.  

ფაილების  მიხედვით, მეუფე დიმიტრი პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს სთხოვდა სხალთის ეპარქიის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი “ეპარქიიდან მოიშორონ.” მის ნაცვლად კი მირიან სამხარაძე დაენიშნათ. მეუფემ აღნიშნულ წინადადებაზე უარი უარი მიიღო, რადგან თეთრუაშვილის თქმით, ამის გამო ეკლესიაში სერიოზული ძვრები მოხდებოდა.

„ბოლო დროს, დიმიტრი შიოლაშვილი უარყოფითად აფასებს სხალთის ეპარქიაში არსებულ მდგომარეობას, რის გამოც მან პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, შესთავაზა სპირიდონ აბულაძის სხალთის ეპარქიიდან ჩამოშორება და მის ნაცვლად ამავე ეპარქიის სასულიერო პირ მირიან სამხარაძის კანდიდატურა, მიტროპოლიტის ეს ინიციატივა უარყოფილი იქნა, ვინაიდან ცვლილებას შეეძლო, გამოეწვია რეზონანსული ძვრები ეკლესიაში“ – ამონარიდი საიდუმლო ფაილების სტენოგრამიდან.

მსგავსი თემები