სადგურის მოედანზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს

ამ წუთებში, სადგურის მოედანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ახალგაზრდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მოხდა. შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილთა ასაკი 13 და 15 წელია. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

მსგავსი თემები