“ტრანსპორტი გაჩერებულია და კინოთეატრები ღიაა, ღმერთო დაეხმარე ამ ხალხს და ამ ქვეყანას!” – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მიერ გამოქვეყნებულმა მორიგმა პოსტმა სოციალურ ქსელში კვლავ არაერთი გამოხმაურება გამოიწვია.

“ქვეყანა სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან, საქალაქო ტრანსპორტი გაჩერებულია და კინოთეატრები ღიაა,

ღმერთო დაეხმარე ამ ხალხს და ამ ქვეყანას!”,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ინტერნეტმომხმარებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი მათთვისაც გაუგებარია.

ცნობისთვის, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს. დიღმის ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის საველე ჰოსპიტალი ეწყობა.

მსგავსი თემები