კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა

​კორონავირუსით  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური გარდაიცვალა.

„2021 წლის 14 ივლისს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი იოსები”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც  “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.

.

მსგავსი თემები