კორონავირუსით 1808 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 808  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 361  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.17 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  386 195-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.86%.

მსგავსი თემები