კურორტებზე ბინის გამქირავებლებს, სახელმწიფოსთვის დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ

1 აგვისტოდან, ფიზიკურ პირებს, დამატებით ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ. საუბარია მათზე, ვინც ტურისტებზე საცხოვრებელ ფართს აქირავებს. მათ ვალდებულება ექნებათ, მიღებული შემოსავალი სახელმწიფოს გაუნაწილონ.

ინფორმაცია აღნიშნული სიახლის შესახებ, მათ საერთაშორისო პორტალ ,,ბუქინკისგან“  მიიღეს და მას გაფრთხილების ფორმა აქვს.

ფიზიკური პირები, რომლებიც დამსვენებლებზე ბინებს აქირავებენ, „ბუქინგის“ მეშვეობით, საიტის მომსახურების გარდა, დღგ-ის 18 პროცენტით დაიბეგრებიან. მთლიანობაში კი, სახელმწიფოსთვის შემოსავლის 36 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

მსგავსი თემები