გურამ ფალავანდიშვილის შვილის გამოკითხვა დასრულდა

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა – ალექსანდრე ფალავანდიშვილმა თბილისის პოლიციის  მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა. როგორც მან მედიასთან განმარტა, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ის კიდევ დაიბარონ.  

„ჯერ არ დასრულებულა პროცესი. მე საგამოძიებო თემასთან დაკავშირებით რაღაც დეტალზე გავდივარ.იმედია, რომ უკანონოდ, იმის გამო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვთხოვა, უდანაშაულო ადამიანებს სახელმწიფო არ დასჯის“, – განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ფალავანდიშვილი  პოლიციის განყოფილებაში 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს. საუბარია „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.   

მსგავსი თემები