აფრიკის ორ ქვეყანაში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა

აფრიკის ორ ქვეყანაში, ტანზანიასა და ეკვატორულ გვინეაში მარბურგის ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი ისეთივე სასიკვდილოა, როგორც ებოლას ციებ-ცხელება.

6 აპრილის მდგომარეობით, რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, იტყობინება აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

პირველი შემთხვევების გამოჩენის შემდეგ, ეკვატორულ გვინეაში მარბურგის 15 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ამ პაციენტებიდან თერთმეტი გარდაიცვალა დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში.

მსგავსი თემები