„ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან“ – კონგრესმენი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ თემის „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ მოხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პარალელურად, კონგრესმენებიც ეხმიანებიან.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საკუთარ სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებას აკეთებს და წერს, რომ გაარკვევს, ვინ დგას ამ ძალადობის უკან.

“ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვემხრობი ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სწამს თავისუფლების”, – წერს კინზინგერი “ტვიტერზე”.

მსგავსი თემები