აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტი თბილისში მომხდარ ძალადობაზე განცხადებას აკეთებს

  •  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ლგბტ თემის მიმართ განორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის  პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მომხდარი ფაქტი დასაგმობია.

„ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის და თავისუფალი შეკრების კონსტიტუციური უფლება და დააკავონ მოძალადე ადამიანები“ – აცხადებს  ნედ პრაისი.

სახელმწიფო დეპარტამენტი ყველას მოუწოდებს, ადამიანებს მისცენ საკუთარი შეხედულებების ღიად დაფიქსირების შესაძლებლობა.  

„ქართველებს, ისევე როგორც ადამიანებს მთელს მსოფლიოში, აქვთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება. შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ინსტიტუტებს მათი ვალდებულებების შესახებ, რომ დაიცვან ყველა, ვინც იყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც იყენებენ პრესის თავისუფლების უფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა,“ – აცხადებს  ნედ პრაისი.

მსგავსი თემები