“ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს” – ჯეიმს აპატურაი

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება საერთაშორისოს საზოგადოება. ყველა ხედავს, როგორი აქტიურები არიან ნატო-ს ქვეყნები აქ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის წინ განაცხადა.

„ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი ხორციელდებოდეს, პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონიროს. ნამდვილად ძალიან გვახარებს იმის ხილვა, რომ ევროკავშირის მედიატორობით შემუშავებული რეფორმები ხორციელდება, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერა ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება ევროკავშირის დახმარებით იქნა მიღწეული. ასევე გვახარებს ის, რომ არსებობს პროგრესი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და აშშ-ის ელჩი ამ კუთხით ძალიან აქტიურია. ასე რომ, მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს პირველ რიგში კარგი ახალი ამბავია ქართველებისთვის, ვინაიდან მათ რეფორმების განხორციელება სჭირდება და ასევე ნატო-სთვის, რადგან ნატოსთან დასაახლოვებლად, ნატოში შესასვლელად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები უნდა ფუნქციონირებდეს,“ – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მსგავსი თემები