ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის პოზიციებზე ვაკანსიები ოფიციალურად გამოცხადდა

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის პოზიციებზე ვაკანსიები ოფიციალურად გამოცხადებულია. კანდიდატთა შესარჩევი განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა.

ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს ღია კონკურსის წესით, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს.

“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვნახოთ კანდიდატების მაღალი პროფესიონალიზმი და მაღალი სანდოობა. ორ დღიანი ვადა აქვს კომისიას, რომ იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით და პრეზიდენტს წარუდგინოს 2 ან 3 პირი,”- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

განცხადებების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს იწყება ბოლო ვადად კი მომდევნო კვირის სამშაბათი განისაზღვრა. კომისიას კი განცხადებების განხილვისა და შესაბამისი კანდიდატების პრეზიდენტისთვის წარსადგენად მხოლოდ 2 დღე ექნება. კანდიდატის არჩევისას მთავარი პრინციპი საზოგადოების ნდობა, გამოცდილება და აპოლიტიკურობა იქნება.

მსგავსი თემები