„არანაირი ალიანს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ გორში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალებთან“ გადაკვეთა არ ექნება.  

“მე მინდა აბსოლუტურად ღიად აი აქ გორში, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია ,,საქართველოსთვის“ არანაირ ალიანს ნაციონალურ მოძრაობასთან არ განიხილავს და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია,’’ – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის’’ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, განიხილავს თუ არა მისი პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსს. 

მსგავსი თემები