„ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გოგი წულაია საპატიმროდან გაათავისუფლეს.
სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. წულაიამ საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა და მედიას განუცხდა, რომ 25 კილო დაიკლო.
შეგახსენებთ, რომ გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.