ფიზიკური დაპირისპირება „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე

ამ წუთებში, იქ, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება უნდა გაიმართოს, ხმაურია. დარბაზში შეკრებილები არიან ღონისძიების ორგანიზატორები, კონტრ-აქციის მონაწილეები კი შენობის გარეთ იმყოფებიან. მათ შუაში სამართალდაცველები დგანან, რომლებიც აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეების შორის დაპირისპირებაც მოხდა.

რაც შეეხება „თბილისი პრაიდის ღონისძიებას, ის 19:00 საათზე უნდა გაიხსნას. დარბაზი 300 სტუმარზეა გათვლილი. „პრაიდის“ ორგანიზატორები საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ელოდებიან. დარბაზში უნდა გაიმართოს ფილმის ჩვენება.

შიდა ტერიტორია იმდენადაა დაცული, რომ გარეთ მობილიზებულები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.    

მსგავსი თემები