ვისთვისაა სარისკო მაღალი ტემპერატურა და როგორ დავიცვათ თავი? – გაფრთხილება მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ზაფხულის მაღალ ტემპერქტურასთან დაკავშირებით მოსახლეობის რისკ ჯგუფებზე საუბრობს და რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც ცენტრში განმარტავენ,  მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: 

·       დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)

·       გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;

·       სითბური გამოფიტვა;

·       სითბური დაკვრა.

როგორც ცენტრში განმარტავენ, რომ მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

·       75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები

·       ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები

·       ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები

·       გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები

·       ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები

·       გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე

·       ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები

·       ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები).

მსგავსი თემები