ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განმარტა, არჩევნების ჩატარების თარიღი „საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება.

“საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. ამ ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. წინადადება, ადგილობრივი არჩევნების თარიღის კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები