საყოველთაო მობილიზება „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ

„ეროვნულ ძალთა გაერთიანება“ 5 ივლისს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას აანონსებს. როგორც ორგანიზაციის წამომადგენლებმა, რომელშიც 30-მდე სხვადასხვა ძალა შედის, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შეკრება ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ გაიმართება.

“ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. 5 ივლისს, 10 საათზე შევიკრიბებით ქაშუეთის უკან და იქიდან ჩვენ დავიკავებთ მთელს რუსთაველის პროსპექტს. რუსთაველის ძეგლით დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება. გაითვალისწინონ, როგორც სახელმწიფომ ისე იმ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც უფრო გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება” – განაცხადს „ალტ- ინფოს“ წარმომადგენელმა, ზურა მახარაძემ. 

მსგავსი თემები