საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას ელოდებიან. ომბუდსმენი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგება.
„2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ – ასეთია ომბუდსმენის ანგარიშის შინაარსი. დოკუმენტი დაახლოებით 500 გვერდია და საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევებსა და პროგრესზე. ნინო ლომჯარია მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზეც ისაუბრებს.
დეპუტატების შეფასებით, სახალხო დამცველთან საკმაოდ ბევრი კითხვა აქვთ. ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რეკომენდაციების ნაწილი დიდი მოცულობის არ ყოფილიყო და მხოლოდ ის ნაწილი მოხვედრილიყო, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია.