მოსალოდნელი იერიში კიევზე

კიევის მერის ძმა, ვლადიმერ კლიჩკო რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს და დასავლეთის ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.

,,რუსეთი შეეცდება, უფრო უკრაინის დასავლეთისკენ წავიდეს, თუ უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე კონტროლს დაამყარებს’’- განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ.

კლიჩკო რუსული ძალების წინსვლაში დარწმუნებული არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ კიევზე იერიში, შესაძლოა კიდევ განმეორდეს.

“ჩვენ ველით ყველაფერს, განსაკუთრებით დედაქალაქთან დაკავშირებით. თუ ქვეყანაში შეიჭერი, ცხადია, ქვეყნის დედაქალაქს უმიზნებ,“- აღნიშნა კლიჩკომ.

მერის ძმამ, დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ქვეყნებს იარაღის გაგზავნისკენ მოუწოდა.

“ჩვენ მხოლოდ იარაღით შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, სხვა გზა არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდობიანი მოსახლეობის ეს მკვლელობა და ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურება გაგრძელდება”, – განაცხადა კლიჩკომ.

მსგავსი თემები