„ჩვენი პარლამენტიდან გაყვანა იყო მათი მთავარი ამოცანა“ – არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

  •  

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიას განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი მთავარი ამოცანა უმრავლესობის პარლამენტიდან გაყვანა იყო.  

თალაკვაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპას 800 წლით ჩამორჩება.

“ნიკნორ მელიამ პირდაპირ განაცხადა თუ რა იყო ამ თვეების განმავლობაში და ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი. პირდაპირ თქვა ციტატა, რომ ჩვენი პარლამენტიდან გაყვანა იყო მათი მთავარი ამოცანა. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ აქ მოწყობილი დესტაბილიზაცია, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო იმისთვის მოწოდებული, რომ მოეხდინათ პარლამენტის საბოტაჟი და არადემოკრატიული გზით მიეღწიათ იმ ცვლილებებისთვის, რაც ასე ძალიან უნდათ წლების განმავლობაში.

ვინ გაიყვანეს სათითაოდ და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს ამბავი. ზუსტად 800 წლით ჩამორჩებით ევროპულ დროს, რადგან 800 წლის წინ ევროპაში პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პარტია არჩევნებში მხარდაჭერას მიიღებს ის ვალდებულად თვლის თავს შევიდეს პარლამენტში და არ მოსვლიათ ამ ასწლეულების მანძილზე აზრად, რომ პარლამენტში იყოს არჩეული და ყოველგვარი მიზეზის გარეშე განაცხადონ, რომ არ უნდათ მონაწილეობა იმაში რისთვისაც აირჩიეს“ – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლამ მშვიდი და უხმაურო სამუშაო გარემო რადიკალურად შეცვალა. პირველივე დღეს, პარლამეტში მთელი დღე სიტყვიერი დაპირისპირება იყო.     

მსგავსი თემები