რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 362 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 362 ბავშვი ემსხვერპლა, 716-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 376, ხარკოვის ოლქში – 202, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 60, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები