სომხეთში პუტინის ვიზიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

ერევანში “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” სამიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის ორგანიზატორი პარტია „ნაციონალ-დემოკრატიული პოლუსი“ იყო.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ – „რუსეთი მტერია!“. აქტივისტების განცხადებით, რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს, სომხეთის დასახმარებლად არაფერი მოიმოქმედეს.

დღეს სომხეთში კვლავ იგეგმება აქციის გამართვა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის სომხეთში 2020 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად ჩავა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკვე ერევანში იმყოფება.

მსგავსი თემები