“ძალიან გაუტკბათ ეს ამნისტიების ჩადება” – საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საუბარია თბილისის აეროპორტში 2019 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს.

გიგი უგულავას გამოძიება 126 მუხლს ედავება, რაც პირის ცემას გულისხმობს, შესაბამისად, მას ამნისტიის კანონი ეხება. თუმცა, თბილისის ყოფილი მერი უარს აცხადებს ამნისტიაზე და ამბობს, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანი არ არის.

“ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქვს პოლიტიკური საფუძველი. ივანიშვილის მხრიდან არის ჩვეულებრივად შურისძიება და შესაბამისად, მე არ მივცემ იმის ფუფუნებას მათ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ. ძალიან გაუტკბათ ეს ამნისტიების ჩადება, მიქარავენ, ცემენ, დაასახიჩრებენ, მერე დაგიჭერენ, შეგტენიან, ბრალს წაგიყენებენ, როგორც მელიას და ოქრუაშვილს წაუყენეს 20 ივნისზე და ამ ცემის ფაქტზე მე და შესაბამისად, მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს დიდსულოვნად. არანაირი ამნისტია მე არ მინდა,” – აცხადებს გიგი უგულავა. 

დედაქალაქის ყოფილ მერს, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა გოკა გაბაშვილიც, ის გამოძიებამ დაზარალებულად სცნო. გიგი უგულავა მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს პოლიტიკას უკავშირებს და ხელისუფლების მხრიდან შურისძიებად აფასებს და ამბობს, რომ მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

მსგავსი თემები