“ამერიკელ სენატორებს საქართველოში „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული სირთულეები გავაცანი” – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ის სირთულეები გააცნო, რასაც „ბორდერიზაციის“ გამო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება.

„მქონდა პატივი, მემასპინძლა ამერიკელი სენატორებისთვის ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანისთვის და მათთვის გამეცნო „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული სირთულეები, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ექმნება და რომელსაც კოვიდ-19-ის პანდემია კიდევ უფრო ართულებს,“- წერს მარეკ შჩიგელი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ესტუმრნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მსგავსი თემები