”საელჩოში შეტყობინება დღეს შევიდა, დაწყებულია პროცედურები“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში გარდაცვლილი ქალბატონის შესახებ

გარდაცვლილ, 52 წლის ირმა ამირაშვილის საქმესთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს, როგორც უწყებაში განმარტავენ შეტყობინება გარდაცვალების შესახებ საქართველოს საელჩოში დღეს შევიდა:

„თურქეთში ჩვენს საელჩოში, შეტყობინება ქალბატონის გარდაცვალების შესახებ დღეს შევიდა, ამ ქალბატონს ოჯახი საფრანგეთში ჰყავს , შესაბამისად ჩაერთო საფრანგეთში ჩვენი საელჩოც. დაწყებულია პროცედურები და საკითხი დადგენილ ვადებში მოგვარდება,“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის, ირმა ამირაშვილი თურქეთში 15 დღის წინ გარდაიცვალა, ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისიტრო უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მსგავსი თემები