„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. მიშელის დოკუმენტს არ უერთდება   

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპელი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე უარს საბოლოოდ ამბობს და მასზე ხელმოწერას არ აპირებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს. ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა,  სხვა საკითხებთან მიმართებაში, ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან,  შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას“ , – განაცხადა ნიკანორ მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ”  მიიღო გადაწყვეტილება და საკანონმდებლო ორგანოში შედის.

მსგავსი თემები