საპარლამენტო ცხოვრებას „ნაციონალური მოძრაობას“ უერთდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევა და კუთვნილ ადგილებს დაიკავებს.

განცხადება პარლამენტში შესვლის შესახებ ნიკანორ მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

„ყველგან ექნება ბიძინა ივანიშვილს ბრძოლა, რადგან წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს და დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მე ბევრი რეგიონი შემოვიარე და დავრწმუნდი, რომ საზოგადოება ელოდება გამარჯვებას, პერსპექტივის დაბრუნებას, იმედის გაღვივებას. ეს ყველაფერი არის ჩვენზე, პოლიტიკოსებზე დამოკიდებული“ – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააზრებული და გამართლებული იყო.

მსგავსი თემები