„ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული”- პარტია „საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური


გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსათვის” წევრის  ანა ბუჩუკურის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდის ღირსეული კანდიდატები ეყოლება.  

“ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის რა თქმა უნდ არჩევნებში.შემიძლია გითხრათ ამ რომ ჩვენი ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული’’ – ამბობს ბუჩუკური. 

ბუჩუკური ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გახარიას ყოფილი თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ გახარიას რეიტინგი დამოუკიდებლად არ აქვს და არც პოლიტიკაში აქვს პერსპექტივა. 

,,გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეიტინგი გაიზომება არჩევნებზე. რეიტინგებს ზოგადად ზომავს ამომრჩეველი,“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა 

გიორგი გახარიას პარტიის სადამფუძნებლო კონფერენცია ექსპო ჯორჯიაში იმართება. მოსახლეობას 6 საათიდან ექნება შესაძლებლობა თავად გიორგი გახარიას გამოსვლის სატელევიზიო ტრანსლაციას თვალი მედიით ადევნოს. ღონისძიება 400-მდე დამფუძნებელსა და სტუმარს მასპინძლობს და ადგილზე უკვე შეკრებილი არიან პარტიის სახეები და მხარდამჭერები.

მსგავსი თემები