გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის გარე პერიმეტრზე  ხმაურია  

დიდუბის საგამოფენო სივრცის პავილიონი, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია რამდენიმე წუთში დაიწყება, თითქმის შევსებულია. მოწვეული 400 სტუმარი ადგილზეა, პერიმეტრს კი დაცვის სამსახური იცავს და პოლიცია აკონტროლებს.

პავილიონის გარეთ კი ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აქციას მართავენ და ყოფილი პრემიერის მხრიდან პოლიტიკაში დაბრუნებას აპროტესტებენ.

მათ, გარე პერიმეტრი პლაკატებით ააჭრელეს, სადაც ძირითადად 20 ივნისს დაზარალებულთა ფოტოებია გამოსახული. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის – „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია კი ზუსტად 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები