“არ მგონია, რომ გახარიას პოლიტიკაში ადვილი გზა ექნება” – თეა წულუკიანი

  •  

წარმატებისთვის ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს, დიდი შრომა, ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიკაციური გუნდი უნდა ჰყავდეს, რასაც ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თეა წულუკიანის შეფასებით, გიორგი გახარიას პოლიტიკურ სცენაზე ხელახლა შემოსვლა ავტომატურად წარმატებული არ იქნება.

„მისთვის ძალიან არასწორია ეს გადაწყვეტილება. მე არ მგონია, რომ პოლიტიკაში ადვილი გზა ექნება. შეიძლება, როდესაც დატოვებ თანამდებობას, მაღალი რეიტინგი გაქვს და სიის პირველი ლიდერი იყავი გარკვეული ილუზია გქონდეს, რომ უკან სცენაზე შემოსვლა ავტომატურად წარმატებული იქნება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება. წარმატებისთვის მას ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს, ძალიან დიდი შრომა და ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიკაციური გუნდი უნდა ჰყავდეს, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვისემზადება და მისი პარტიის „ბეჭებზე დაცემას“ ვერავინ შეძლებს.

„მთავარია ჩვენი გეგმა. მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის თავად ემზადება და მე არ მგონია, რომ იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, ვინმე ჩვენს “ბეჭებზე დაცემას” შეძლებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები