„ინდური შტამით“ საქართველოს 2 მოქალაქე დაინფიცირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამი 5 ადამიანს აღმოაჩნდა. აქედან 2 კი საქართველოს მოქალაქეა.

„ხუთი ადამიანიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია. შემოსულები იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში. ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, რომელებიც უცხოელები იყვნენ დატოვეს ქვეყანა, დანარჩენი ორი – საქართველოს მოქალაქეები შესაბამისად იზოლირებული არიან და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა, არიან სახლის პირობებში, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ინდური შტამის არსებობს დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, საღამოს დაადასტურა.

მსგავსი თემები