,,საქართველოს დიდი ნაწილი სააკაშვილს თავდებში დაუდგება”- ბუბა კიკაბიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბუბა კიკაბიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი ქვეყნიდან დაუყონებლივ უნდა გაიყვანონ სამკურნალოდ და თუ საჭირო გახდება, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მას თავდებში დაუდგება.

„სერიოზულად ავად არის, ძალიან, ძალიან. ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი. მემგონი, სასწრაფოდ წასაყვანია, რადგან თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ, მერე რაც მოხდება, უკვე გვიან იქნება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში. ადრე ვიყავი ზელენსკისთან და სხვათაშორის, მესამე დღეს გამოაგზავნა უფლებადამცველი. მინდა, ვთხოვო, რომ ოფიციალურადაც თქვას მისი აზრიც.

მინდა, ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. მინდა, ნიკა, მოგიკითხო და მაგრად გაკოცო. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავისი ძალიან სერიოზული პრობლემები ეწყება. სჯობს, თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონია, თუ კიდევ რაიმე აქვთ ადამიანობის, გაუშვებენ. ნებისმიერ დროს, საქართველოს დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ, ტანკით გადაგვიარეს. არ შეიძლება ასე. ამიტომ მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

მსგავსი თემები