გუმათში ვითარება დაიძაბა, შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადგილზე შეკრებილებს მიმართავს და მოუწოდებს კანონიერების ფარგლებში იმოქმედონ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს-ს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე ვითარება დაიძაბა. შეყვანილია პოლიცია, ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი.  

მსგავსი თემები